პოლიციამ ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო
პოლიციამ ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო

პოლიციამ ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც მომხდართან დაკავშირებით ინტერპოლში განაცხადეს, ეს მხოლოდ „აისბერგის წვერია“ და პანდემიის პერიოდში ყალბი ვაქცინებითა თუ მედიკამენტებით ვაჭრობას, სავარაუდოდ გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს.

სამართალდამცავების ცნობით, ყალბი ვაქცინის 2 400 დოზა იოჰანესბურგთან ახლოს, ერთ-ერთი სახლის საწყობიდან ამოიღეს. ასევე, აღმოჩენილია ყალბი პირბადეები. დაკავებულია ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე.

პარალელურად, ფალსიფიცირებული და კუსტარულად დამზადებული ვაქცინებით მოვაჭრეთა ქსელი გამოვლინდა ჩინეთში. დაკავებულია 80 პირი, ამოღებულია 3 000 დოზა ყალბი ვაქცინა.

მანამდე ინტერპოლმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები მზად უნდა იყვნენ, რომ ვაქცინებთან დაკავშირებული დანაშაულის რიცხვი გაიზრდება.

დატოვე კომენტარი