ინტერპოლის მონაცემებით, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული შოაიფ ბორზიევი 23 წლისაა
ინტერპოლის საიტის მონაცემებით, შოაიფ ბორზიევი, რომელიც თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს, 23 წლისაა.
ბორზიევი ჩეჩნეთში, სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში 1994 წლის 27 ივლისს დაიბადა. ის რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ინტერპოლის საიტზე ბორზიევის ბავშვობის ფოტოა განთავსებული.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ში დღეს განაცხადეს, რომ მისი ვინაობა დადგენილია და იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია.