ინტერპოლის გენერალური მდივანი მსოფლიოს ტერორიზმის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს 
ინტერპოლის გენერალური მდივანი მსოფლიოს ტერორიზმის ახალი ტალღის შესახებ აფრთხილებს 

როგორც იურგენ შტოკი ამბობს, ტერორიზმში ბრალდებული პირების თანამზრახველთა დიდი ნაწილს პატიმრობის ვადა უახლოეს ხანში ამოეწურებათ, რადგან მათი საქმეები არ არის მიბმული კონკრეტულ თავდასხმებზე.

„ტერორისტების თანამზრახველთა უმეტესობა რამდენიმე წელიწადში დატოვებს ციხეს, რის გამოც ბევრ ქვეყანას, შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების ახალი ტალღა დაემუქროს“, – აცხადებს შტოკი.

„ინტერპოლის“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოქალაქეთა რადიკალიზაცია კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ამის მაგალითად შტოგმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი თავდასხმა დაასახელა.

შეგახსენებთ, სტრასბურგში თავდასხმა საფრანგეთის მოქალაქემ, შერიფ შეკატმა მოაწყო.
შეკატი გერმანიაში, საფრანგეთში და შევიცარიაში სხვადასხვა კანონდარღვევბისთვის 27-ჯერ იყო ნასამართლევი.

შერიფ შეკატი ციხეში დიდ დროს უთმობდა რელიგიას, რის გამოც ის რადიკალური ისლამის მიმდევრობაში დაადანაშაულეს.