„ინტერპოლის“ დირექტორის მეუღლე დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს. გრეის მენმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მეუღლესთან კონტაქტი ბოლოს ერთი კვირის წინ ჰქონდა. ინტერპოლის დირექტორის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება ლიონის პროკურატურამ დაიწყო.
გრეის მენის თქმით, მეუღლემ ნას დანის სურათი გაუგზავნა, რაც მისი ვარაუდით ნიშნავს, რომ ინტერპოლის დირექტორი საფრთხეშია.
მენ ხუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ჩინური მედია წერს, რომ ინტერპოლის დირექტორის წინააღმდეგ ჩინეთში გამოძიება დაიწყო. თუმცა ხუნვეის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
6 ოქტომბერს „ინტერპოლმა“ ოფიციალურად მიმართა ჩინეთის მთავრობას და ორგანიზაციის დირექტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.