ინტერნეტსივრციდან ფაშისტურ ლიტერატურას აიღებენ
ინტერნეტსივრციდან ფაშისტურ ლიტერატურას აიღებენ

ინტერნეტსივრციდან ფაშისტურ ლიტერატურას აიღებენ. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მასშტაბურმა ანტინაცისტურმა ჯგუფმა “Hope not hate” რამდენიმე ინტერნეტსაიტს ნეოფაშისტური წიგნების ქსელიდან აღებისკენ მოუწოდა.

არასასურველ წიგნებში ადოლფ ჰიტლერის მიერ დაწერილი ანტისემიტური ტრაქტატიც მოხვდა. ანტიფაშისტური ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯო მალჰოლის განცხადებით, აღნიშნული ლიტერატურა მომავალი თაობისთვის საფრთხის შემცველია.

ონლაინ წიგნების გამავრცელებელი ინტერნეტსაიტების, მათ შორის Amazon – ის, Waterstones – ის, Foyles – ისა და WH Smith – ის წარმომადგენლებმა რამდენიმე ნეონაცისტური ნაწარმოები საკუთარი ვებგვერდიდან უკვე აიღეს, გარკვეულ ნაწილს კი სამომავლოდ განიხილავენ.