ინგლისის პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებმა საერთო კრებაზე უარი თქვეს 2018-19 წლების სეზონში არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემის (VAR) გამოყენებაზე. მათი აზრით, სისტემის მუშაობა დახვეწას მოითხოვს.
„კლუბები დაეთანხმნენ იმას, რომ სისტემის ტესტირება გაგრძელდება 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე. ამით, VAR კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გახდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფეხბურთს ცოცხლად უყურებს“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
უფრო ადრე, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შემოიღებდნენ VAR-ის „გამარტივებულ“ ვარიანტს, როცა ვიდეოასისტენტი დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას და მთავარი არბიტრი არ იქნებოდა ვალდებული, ეპიზოდის ჩანაწერი ენახა.
წლევანდელ სეზონში VAR ინგლისის თასისა და ლიგის თასის მატჩებში გამოსცადეს.