გარი ლინეკერი – არ ვიყავი მართალი, VAR-ის სისტემა აფუჭებს ფეხბურთს #1TVSPORT

22:16, 12.12.2023

ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდი გარი ლინეკერი ნანობს იმას, რომ ინგლისურ ფეხბურთში დანერგილია VAR-ის (რეფერის ვიდეოასისტენტი) სისტემა და ის ამ ტექნოლოგიის შემოღებას აქტიურად უჭერდა მხარს.

„რატომ აქვთ მცველებს უფლება, შემთხვევით ითამაშონ ხელით, ხოლო თავდამსხმელებს – არა? რატომ ვცდილობთ გოლების გაუქმებას? ადამიანები, რომლებიც ქმნიან თამაშის წესებს, ამას ძალიან უცნაურად აკეთებენ.

უნდა გამოვტყდე, რომ მე არ მომწონს მატჩებზე VAR-ის სისტემის გამოყენება. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ამ სიახლეს მხარს უჭერდა და ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ ამის გამო. რა თქმა უნდა, არასწორი ვიყავი – VAR-ი აფუჭებს თამაშს“, – მოჰყავს ლინეკერის სიტყვები გაზეთ The Sun-ს.

მსგავსი