ინგლისში მამაკაცმა მანქანით აშშ-ის საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე შესვლა სცადა
ინგლისში მამაკაცმა მანქანით აშშ-ის საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე შესვლა სცადა

ინგლისში უცნობმა მამაკაცმა მანქანით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე შესვლა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამაკაცი სამართალდამცველებმა საფოლკის საგრაფოში მდებარე ბაზის შესასვლელში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიკეტა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, ბაზის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.

საფოლკის საგრაფოში მდებარე მილდენჰოლის ავიაბაზა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები თავისი საჰაერო ძალებისთვის იყენებს.