მედიის ინფორმაციით, ინგლისში წყალდიდობის გამო ასობით სახლი, ასევე, გზები და სარკინიგზო ლიანდაგები დაიტბორა

16:17, 05.01.2024

მედიის ინფორმაციით, ინგლისში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო ასობით სახლი დაიტბორა.

აღმოსავლეთ და სამხრეთ ინგლისში მცხოვრებლები იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ნოტინგემშირის საოლქო საბჭოს განცხადებით, სავარაუდოდ, დატბორილი სახლების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ამასთან, გზებისა და სარკინიგზო ლიანდაგების დატბორვის გამო შეფერხებებია მოგზაურებისთვის.

მსგავსი