ინგლისმა სენეგალი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისმა სენეგალი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს ინგლისი და სენეგალი შეხვდნენ. პირველი ტაიმის დასაწყისში სენეგალელები ინგლისს წინააღმდეგობას უწევდნენ და შეტევაშიც გადადიოდნენ, მაგრამ თანდათან ინიციატივა დათმეს.

 

 

ინგლისელები ბურთს აკონტროლებდნენ და მათი უპირატესობა სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. 38-ე წუთზე შანსით ჰენდერსონმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყავანა 1:0. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე (45+3) თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა და ინგლისი კომფორტული უპირატესობით დააწინაურა – 2:0. მალე მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა, გუნდები შესვენებაზე გავიდნენ და სენეგალი ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა.

მატჩის სცენარი არც მატჩის მეორე ნახევარში შეცვლილა. ინგლისი კვლავ ბურთს აკონტროლებდა და ისევ სახიფათოდ უტევდა, სენეგალელები კი თამაშში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. 57-ე წუთზე საკამ ფოდენის გადაცემით ისარგებლა და აფრიკული გუნდის იმედს წერტილი დაუსვა – 3:0 ინგლისის სასარგებლოდ. ანგარიში აღარ შეცვლილა, ინგლისმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.