ინგლისის სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში გვალვაა
ინგლისის სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში გვალვაა

ინგლისის სამხრეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში გვალვაა.

როგორც „ბიბისი“ წერს, წყალმომარაგების თითოეულ კომპანიას აქვს გვალვის საკუთარი გეგმა, თუმცა მშრალმა ამინდმა შეიძლება, ექსტრემალური ზომები გამოიწვიოს, როგორიცაა წყლის გამოყენების აკრძალვა გადაუდებელი საჭიროების გარდა.

ბევრ რაიონში მნიშვნელოვანი ნალექი მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ყოფილა. მეცნიერების მტკიცებით, ეს „თითქმის შეუძლებელი“ იქნებოდა ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე.

წყალმომარაგების ყველა კომპანიამ დაარწმუნა ბრიტანეთის ხელისუფლება, რომ წყლის ძირითად მარაგებს საფრთხე არ ემუქრება. ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებით, გვალვის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საზოგადოებამ და ბიზნესმა წყალი გონივრულად უნდა გამოიყენონ.