არც „სოკერი“, არც ფეხბურთი – უღიმღამო თამაშში ინგლისი აშშ-ს დაუზავდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში ერთმანეთს აშშ და ინგლისი დაუპირისპირდნენ. კატარი 2022-ზე შესანიშნავი სტარტის შემდეგ, ინგლისელებმა ჯგუფში მეორე შეხვედრა გაცილებით მოკრძალებულად დაიწყეს. რა თქმა უნდა, ინგლისი პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა, ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებდა, მაგრამ შეხვედრის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველ ნახევარში თამაში არ შეცვლილა — ინგლისი ისევ ფლობდა ძალიან მცირე უპირატესობას, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. აშშ-ის ნაკრებმა კი ოდნავ მოუმატა, მაგრამ სახიფათოდ ვერც ამერიკელები უტევდნენ.
შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
B ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 21.11.2022 | 17:00 | ინგლისი-ირანი | 6:2 |
| I ტური | 21.11.2022 | 23:00 | აშშ-უელსი | 1:1 |
| II ტური | 25.11.2022 | 14:00 | უელსი-ირანი | 0:2 |
| II ტური | 25.11.2022 | 23:00 | ინგლისი-აშშ | 0:0 |
| III ტური | 29.11.2022 | 23:00 | ირანი-აშშ | : |
| III ტური | 29.11.2022 | 23:00 | უელსი-ინგლისი | : |
| B ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | ინგლისი | 2 | 1 | 1 | 0 | 6-2 | 4 |
| 2 | ირანი | 2 | 1 | 0 | 1 | 4-6 | 3 |
| 3 | აშშ | 2 | 0 | 2 | 0 | 1-1 | 2 |
| 4 | უელსი | 2 | 0 | 1 | 1 | 1-3 | 1 |