ინგლისის დოვერის პორტში სატვირთო ავტომობილების მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ
ინგლისის დოვერის პორტში სატვირთო ავტომობილების მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, მძღოლები საფრანგეთის მიმართულებით გზის გახსნას ითხოვენ.
ათასობით სატვირთოს მძღოლი, რომელთა უმრავლესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა, რამდენიმე დღის განმავლობაში სამხრეთ ინგლისშია გაჩერებული.
საფრანგეთმა სატვირთო ავტომობილების მიღება ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შემდეგ შეწყვიტა.
საფრანგეთმა და ბრიტანეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ საზღვარი 23 დეკემბრიდან გაიხსნება, თუმცა გამგზავრებამდე სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგი უნდა აჩვენონ.