ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 50-ზე მეტი მოქალაქე. დაზიანებულია უამრავი შენობა. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი მატარამი დააზარალა. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7 ბალს შეადგენდა. რყევა იგრძნეს ლომბოკსა და მის სიახლოვეს მდებარე ბალიზე. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის შემდეგ გაავრცელეს გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის (ზვირთცემის) შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება გაუქმდა.
ამჟამად ბალისა და ლომბოკის აეროპორტიც შეფერხების გარეშე მუშაობს.