ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი ბიძგების ეპიცენტრი კუნძულის დასავლეთ ნაწილში, მიწისქვეშ, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ახლომდებარე ქალაქებშიც იგრძნეს, რის გამოც ბევრი დასახლება პანიკამ მოიცვა. მათ შორის იყო ტურისტებისთვის საყვარელი კუნძული ლამბოკი, სადაც ორი კვირის წინ 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 460 ადამიანი შეიწირა.

ცოტა ხნით ადრე, 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ფიჯის კუნძულებთან ახლოს, წყნარი ოკეანის ნაწილში, თუმცა სტიქიის ეპიცენტრი მიწისქვეშ 560 კილომეტრში იყო. შესაბამისად, ბიძგებს სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია.