იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის 1 344 პირია დარეგისტრირებული
იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის 1 344 პირია დარეგისტრირებული

იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება. ამ დროისთვის 1 344 ჯავშანია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამსახურის ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, ვაქცინაცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დილიდან დაიწყება.

მისივე შეფასებით, საწყისი ეტაპისთვის ნორმალური აქტივობაა. პარალელურად მიმდინარეობს „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი.

ამ დროისთვის 350-მდე პირია აცრილი. ამ დრომდე რამე სახის გართულება არ დაფიქსირებულა.