ლიტერატურული პრემია ”საგურამოს” მთავარი პრიზით “ილიას მედლით” ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის რეჟისორი და მხატვარი რევაზ გაბრიაძე დაჯილდოვდა.
“ეს დიდი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში – ჯილდო, რომელიც ატარებს ილიას სახელს”,- აცხადებს რეზო გაბრიაძე.
ლიტერატული პრემიით ასევე დაჯილდოვდნენ:
პოეზია – ბათუ დანელია, ნატა ვარადა
პროზა – ვანო ჩხიკვაძე
კრიტიკა – ნონა კუპრეიშვილი
თარგმანი – მერი ტიტვინიძე
ჰუმანიტარული მეცნიერება – ზურა ხასაია
ხელოვნება – მერაბ ფირანიშვილი
ლიტერატურული პრემია”საგურამო” წელს 15-ედ სწორედ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გაიმართა.