“ილიას მედლით” რეჟისორი და მხატვარი რევაზ გაბრიაძე დაჯილდოვდა

16:13, 08.11.2017

ლიტერატურული პრემია ”საგურამოს” მთავარი პრიზით “ილიას მედლით” ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის რეჟისორი და მხატვარი რევაზ გაბრიაძე დაჯილდოვდა.

“ეს დიდი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში – ჯილდო, რომელიც ატარებს ილიას სახელს”,- აცხადებს რეზო გაბრიაძე.

ლიტერატული პრემიით ასევე დაჯილდოვდნენ:

პოეზია  – ბათუ დანელია, ნატა ვარადა
პროზა –  ვანო ჩხიკვაძე
კრიტიკა –  ნონა კუპრეიშვილი
თარგმანი –  მერი ტიტვინიძე
ჰუმანიტარული მეცნიერება –  ზურა ხასაია
ხელოვნება –  მერაბ ფირანიშვილი

ლიტერატურული პრემია”საგურამო” წელს 15-ედ სწორედ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გაიმართა.

 

 

 

მსგავსი