რეზო გაბრიაძის შემოქმედება ქუთაისში, თეთრ ხიდზე გაიხსენეს [ვიდეო]

რეზო გაბრიაძის შემოქმედება ქუთაისში, თეთრ ხიდზე გაიხსენეს.

პერფორმანსი, რომელიც გენიოსი ქართველის შემოქმედებას მიეძღვნა, ცათმფრენის გამოჩენით დასრულდა. ღონისძიება რეზო გაბრიაძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ქუთაისის მერის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა.

ცათმფრენი ქართული ფილმის, „შერეკილების“ რეკვიზიტის ანალოგი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ააგო. ღონისძიების რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.