რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში. გამოსვენება 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.