მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში. გამოსვენება 10 ივნისს, 15:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან.
მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.