რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ
რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ

მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

რეზო გაბრიაძეს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

სამოქალაქო პანაშვიდები 8 და 9 ივნისს მარიონეტების თეატრში გაიმართა.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.