ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საგურამოს მიმართულებით ხვალ უფასო ავტობუსები იმოძრავებს
ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული გაიმართება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით, უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ – 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.