საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგურამოსთან გადაუდებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგურამოსთან გადაუდებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ხიდზე დაიწყო პრევენციული ღონიძიებების განხორციელება. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება საცობი.

სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

„სამუშაოების მიმდინარეობისას დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ მგზავრებს შეუძლიათ, ისარგებლონ ალტერნატიული მიმართულებით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით“, – აცხადებენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.