საგურამოში ილიაობა აღინიშნება [ფოტო]
საგურამოში ილიაობა აღინიშნება [ფოტო]

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში ილიაობა აღინიშნება.

სხვადასხვა ანსამბლი მუზეუმის ეზოში სიმღერებს ასრულებს. ასევე თანამედროვე პოეტებმა და მწერლებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს. კიდევ ერთხელ გაიხსნეს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლი.

ღონისძიების ფარგლებში იმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვაც.

ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამური-საგურამოს გზაზე მოკლეს, დაჭრეს მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.