დონალდ ტრამპი ყირიმის ანექსიაზე - ობამას ამის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე შეკითხვა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც დაუსვეს.
ტრამპი ყირიმის საკითხზე პასუხიმგებლობას მის წინამორბედს, ბარაკ ობამას აკისრებს .
„ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ობამამ დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო . მას ამის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო. ასეთი იყო მისი გადაწყვეტილება“,- განაცხდა ტრამპმა.
„ არ შემიძლია იმის თქმა, თუ რა მოხდება ამიერიდან ყირიმთან დაკავშირებით. არ ვიცი“,- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.