დონალდ ტრამპი ყირიმის ანექსიაზე – ობამას ამის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო

15:36, 12.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრიუსელში,  პრესკონფერენციაზე შეკითხვა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც დაუსვეს.

ტრამპი ყირიმის საკითხზე პასუხიმგებლობას მის წინამორბედს, ბარაკ ობამას აკისრებს .

„ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ჩემს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე ობამამ დაუშვა, რომ ეს მომხდარიყო . მას ამის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო. ასეთი იყო მისი გადაწყვეტილება“,- განაცხდა ტრამპმა.

„ არ შემიძლია იმის თქმა, თუ რა მოხდება ამიერიდან ყირიმთან დაკავშირებით. არ ვიცი“,- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

 

მსგავსი