იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო. დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ამბოხებული შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია „ალ-მასირას“ ცნობით, იერიში განხორციელდა ქალაქ ჯიზანის აეროპორტზე. სამოქალაქო აეროპორტებზე თავდასხმებისთვის, იემენელმა ჰუსიტებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს. შიიტი ჰუსიტები ამბობენ, რომ ეს არის პასუხი იემენში, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის სამხედრო ოპერაციაზე.