იემენელემა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს
იემენელემა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს

იემენელემა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის ტერიტორიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები და დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.

იემენელი ჰუსიტების სარაკეტო იერიშების ერთ-ერთი სამიზნე საუდის არაბეთის ნავთობის კომპანია „საუდი არამკოს“ ობიექტები იყო. შიიტი ჰუსიტები აცხადებენ, რომ იერიშების სამიზნე საუდის არაბეთის „სამხედრო სამიზნეებიც“ გახდა, რომლის ამოცანა საუდის არაბეთის აგრესიის შეკავება იყო.

საუდის არაბეთის ხელისუფლება რამდენიმე რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაწყების შესახებ იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიციამ ჰუსიტების ობიექტები სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბა.