იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა
იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა

იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ქალაქ აბჰას აეროპორტის დაბომბვის შედეგად 26 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო დაბომბვის გამო, სამი ქალი და ორი ბავშვია დაშავებული.

ჰუსიტების ტელეკომპანია „ალ-მასირას“ ცნობით, ამბოხებულმა ჯგუფმა აეროპორტის მიმართულებით საკრუიზო რაკეტა ისროლა.

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერის, პოლკოვნიკ ტურკი ალ-მალიკის განცხადებით, სამოქალაქო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმა, რომელიც იემენის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა და შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს.

2015 წელს დაწყებულ ომში, საუდის არაბეთის მეთაურობით, მოქმედი კოალიცია იემენის მთავრობას უჭერს მხარს.