იემენელი ამბოხებულები აცხადებენ, რომ ქალაქ ჰოდეიდაზე კოალიციის იერიშის შემთხვევაში, ერ რიადისა და აბუ დაბის დაბომბვისთვის მზად არიან
იემენელი ამბოხებულები აცხადებენ, რომ ქალაქ ჰოდეიდაზე კოალიციის იერიშის შემთხვევაში, ერ რიადისა და აბუ დაბის დაბომბვისთვის მზად არიან

საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე კოალიციის იერიშის შემთხვევაში, იემენელი ამბოხებულები საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქების დაბომბვისთვის მზად არიან.

ამბოხებული შიიტი ჰუსიტების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰოდეიდაზე გაერო-ს სამშვიდობო გეგმის დარღვევის შეთხვევაში, საპასუხო ზომები იქნება მიღებული, რაკეტების მარაგები კი კოალიციის წამყვან სახელმწიფოებზე იერიშის შესაძლებლობას იძლევა.

პრეზიდენტ მანსურ ჰადის სწორედ არაბული კოალიცია უჭერს მხარს. საპორტო ქალაქ ჰოდეიდადან გაუსვლელობის გამო, არაბული კოალიცია ჰუსიტებს სტოკჰოლმში მიღწეული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ჰუსიტები აცხადებენ, რომ გაერო-სგან მეტი გარანტიები სურთ, რადგან მეორე მხარემ მათი გასვლა თავის სასარგებლოდ არ გამოიყენოს. მხარეებს შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გაცვლასა და ჰუმანიტარული კორიდორების გახსნას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი