ამბოხებული შიიტი ჰუსიტების ეკონომისტების ჯგუფი იორდანიაში, იემენის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა
ამბოხებული შიიტი ჰუსიტების ეკონომისტების ჯგუფი იორდანიაში, იემენის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა

ამბოხებული შიიტი ჰუსიტების ეკონომისტების ჯგუფი იორდანიაში, იემენის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

ამანში მოლაპარაკებები გაეროს შუამავლობით იმართება. დელეგატები ეკონომიკურ ვითარებას და კონფლიქტისგან დაზარალებული იემენის ეკონომიკის გაუმჯობესების პერსპექტივებს განიხილავენ.

ჰუსიტების მხრიდან კერძო თვითმფრინავის გამოყენებაზე არაბული კოალიციისგან ნებართვის მისაღებად პროცესში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, მარტინ გრიფიტსი ჩაერია. პარალელურად, კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ ამბოხებული შიიტები ჰოდეიდას პორტიდან გავლენ. გასვლის პროცესი ამ ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ჰუსიტებსა და იემენის მთავრობას შორის კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო.