„იდეალური დედა“ საქართველოს პირველი არხის ეთერში მესამე სეზონით ბრუნდება. სერიალის ეთერში გაშვების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ახალ პრომოში მთავარი პერსონაჟი მაკა მიმინოშვილი გვპირდება, რომ „იდეალური დედა“ ერთგულ მაყურებელს მალე დაუბრუნდება.
სერიალის მეორე სეზონის ბოლოს მოვლენების განვითარებამ „იდეალური დედის“ ბევრ გულშემატკივარს გული დაწყვიტა, ჯერ იყო ზაზას ავადმყოფობა, ხოლო შემდეგ ლევანის დაპატიმრება. არანაკლებ სევდიანი იყო ტასოსა და გუგას დაშორება.
ახალი პრომოდან სერიალის ერთგული მაყურებელი გაიგებს, რომ ზაზას არა სისხლის გათეთრება, არამედ მონონუკლეოზი აღმოაჩნდა, რაც მკურნალობას ექვემდებარება. ლევანის სასამართლო ახალი სეზონის დაწყებიდან ერთ კვირაში ჩაინიშნება და როგორც პრომოდან ირკვევა, მას მალე გაათავისუფლებენ. ტასო კი ევროპული ტურნედან ახალი ტანსაცმლითა და საინტერესო თავგადასავლებით ბრუნდება.
„იდეალური დედის“ ახალ სეზონში ბევრი საინტერესო სიახლე და ახალი პერსონაჟები გელოდებათ. რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ამას რა თქმა უნდა, სერიალის ნახვის შემდეგ გაიგებთ.