იუთუბ არხების სტატისტიკით, საქართველოს პირველი არხი ქართულ მედიაში ლიდერია
იუთუბ არხების სტატისტიკით, საქართველოს პირველი არხი ქართულ მედიაში ლიდერია

დღევანდელი მონაცემებით, YouTube არხების სტატისტიკით, საქართველოს პირველი არხი ქართულ მედიაში ლიდერია.

2019 წლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკით, საქართველოს პირველი არხის იუთუბ არხებზე ვიდეოების ნახვების რაოდენობამ 54 მილიონს მიაღწია. წინა წლის იმავე პერიოდში, ეს მონაცემი 31 მილიონს უტოლდებოდა. საქართველოს პირველი არხის იუთუბ არხების გამომწერების ჯამური რაოდენობა 281 ათასს აღემატება.

სერიალ „იდეალური დედის“ არხმა დააგროვა 6 857 283 ნახვა, გადაცემა „აკუსტიკა“ – 5 207 539, „პირველი არხი სპორტი“ – 5 108 626, კულინარიული შოუ „მასტერშეფი“ – 3 277 692 ნახვა.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს, 2013 წლის შემდეგ, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი „გუგლის“ ოფიციალური პარტნიორი გახდა, საქართველოს პირველი არხის იუთუბის გვერდებზე ყველა ვიდეოს საერთო ნახვებმა 216 მილიონს გადააჭარბა.

 

2019 წლის იუთუბ-არხების სტატისტიკა

2019 წლის ყველაზე ნახვადი იუთუბ-არხები

საქართველოს პირველი არხი
იდეალური დედა
პირველი არხი – აკუსტიკა
პირველი არხი – სპორტი
მასტერშეფ ჯორჯია

საქართველოს პირველი არხის იუთუბ-არხების სტატისტიკის შედარება – 2018/2019 (იანვარი-ივნისი)

 

საქართველოს პირველი არხის იუთუბ-არხების სტატისტიკა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი Google-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა.
(2013 – დღემდე)

 

დატოვე კომენტარი