იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარე „მონანიების“ ჩვენებას დაესწრო
ქართული ფილმების ფესტივალის ფარგლებში, 3 თებერვალს, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ Iwanami Hall-ში ქართული ფილმების ფესტივალის ფარგლებში, თენგის აბულაძის ფილმის – „მონანიება“ ჩვენება გაიმართა, რომელსაც იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარე აკიკო სანტო დაესწრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კინოჩვენების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა სანტოს ქართული კინემატოგრაფიისა და კულტურის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. სტუმარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა, რომ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის აღსანიშნავად ამგვარი წარმატებული კულტურული ღონისძიება განხორციელებულიყო.
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გრძელდება.
ქართული ფილმების ფესტივალი ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ Iwanami Hall-ში მიმდინარე თვის დასაწყისში გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სულ 35 ქართული ფილმი. ფესტივალის თანაორგანიზატორი, საქართვლოს საელჩოსთან ერთად ქართული კულტურის გულშემატკივარი, ტაკეჰიდე ჰარადა და ცნობილი ქართველოლოგი, იასუჰირო კოჯიმა არიან, რომელმაც ქართული ფილმები იაპონურად თარგმნა.