თეიმურაზ ლეჟავა - იაპონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი
თეიმურაზ ლეჟავა - იაპონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი

იაპონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, წელს, საქართველო და იაპონია აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის თავს.

„პარლამენტის თავმჯდომარის იაპონიაში ვიზიტი იყო ძალიან დროული და მნიშვნელოვანი. 30 წლის განმავლობაში იაპონიასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით ძალიან პერსპექტიული, პროგრესული და მეგობრული ურთიერთობა. ახლა, მსოფლიო გადის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს, არის ბევრი გამოწვევა და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობა დიდი ინტერესი იკვეთება იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე. სწორედ ეს გზავნილები იყო მაღალი დონის იაპონელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს გზავნილები მოვისმინეთ – მათ სურთ, საქართველოს მიმართ გააგრძელონ მყისიერი მხარდაჭერა და ჩვენგან ურთიერთობა უფრო გაამყარონ. ვფიქრობთ, ახლო მომავალში ბევრად მეტ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას დავინახავთ“, – განაცხადა ლეჟავამ.