იან კელი - აშშ არ ცნობს რუსეთის ძალაუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე
ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს რუსეთის ძალაუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ ვცნობთ რუსეთის ძალაუფლებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, რადგანაც ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და შესაბამისად იქ რაიმეს განხორციელება საქართველოს თანხმობის გარეშე არის მიუღებელი“, – განაცხადა იან კელიმ.