იან კელიმ ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა
იან კელიმ ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ფონდს საჩუქრად ამერიკის „წიგნის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი ქალი ავტორების 97 წიგნი გადასცა.

ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ იან კელის მადლობა გადაუხადა ამ წლების მანძილზე გამოხატული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. გიორგი კეკელიძემ იან კელის საჩუქრად ეროვნული ბიბლიოთეკის ვერცხლის მედალიონი გადასცა. მედალიონი ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის წევრებს გადაეცემათ.

იან კელი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს და სამშობლოში გაემგზავრება.