იამაიკაში უსაინ ბოლტის ქანდაკება დადგეს
იამაიკაში უსაინ ბოლტის ქანდაკება დადგეს

იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში ლეგენდარული სპრინტერის უსაინ ბოლტის ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას Gleaner ავრცელებს.

ცერემონიას ესწრებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენდრიუ ჰოულნესი და სპორტის მინისტრი ოლივია გრეინჯი და თავად რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

ქანდაკების სიმაღლე თითქმის 2.5 მეტრია. ბოლტი გამოსახულია თავისი საფირმო ჟესტის დემონსტრირების მომენტში.

„სიტყვები არ მყოფნის გრძნობების გამოსახატად. ჩემთვის ეს დიდი პატივია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ნაციონალურ სტადიონზე, სადაც დაიწყო ჩემი კარიერა, ძეგლს დამიდგამდნენ“, – განაცხადა ბოლტმა.

31 წლის უსაინ ბოლტი რვაგზის ოლიმპიური და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონია. მან კარიერა 2017 წელს, ლონდონში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.