ია მეტრეველი გამოვიდა ინიციატივით, ოქროყანის აღმართს გირგვლიანის აღმართი ეწოდოს
თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გამოვიდა ინიციატივით, ოქროყანის აღმართს გირგვლიანის აღმართი ეწოდოს.
ია მეტრეველის თქმით, ორშაბათს თბილისის მერიაში განცხადებას შეიტანენ.
„მინდა, ყველას გამცნოთ, რაც მოვიფიქრეთ, რომ ოქროყანის აღმართს, სადაც საბედისწერო გზაზე აიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, სანდრო გირგვლიანი და შემდეგ კარგად იცით, რა გაუკეთეს მას და მის ოჯახს, ვუწოდოთ გირგვლიანის აღმართი. ჩვენ ორშაბათს შევიტანთ განცხადებას მერიაში ამის თაობაზე“, – განაცხადა ია მეტრეველმა.