ჰონგ კონგში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ჰონგ კონგში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა.
დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და მინის ბოთლები ესროლეს, პოლიციამ კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
დემონსტრანტებმა, რომლებიც ჰონგ კონგზე ჩინეთის გავლენას აპროტესტებენ, ჩინეთში მცხოვრები მუსლიმ უიღურებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ჰონგ კონგში საპროტესტო გამოსვლები უკვე ექვსი თვეა გრძელდება. თავდაპირველად დემონსტრაციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით აქცია ანტისამთავრობო მოძრაობაში გადაიზარდა.