„ბიბისი“ - ჰონგ კონგში საპროტესტო აქციაში თითქმის მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
„ბიბისი“ - ჰონგ კონგში საპროტესტო აქციაში თითქმის მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ჰონგ კონგში ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თითქმის მილიონმა ადამიანმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ჰონგ კონგის ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ 800 000 ადამიანი გამოვიდა, პოლიცია კი ამბობს, რომ აქციაში 183 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ბოლო შანსია მთავრობისთვის, უპასუხოს მათ მოთხოვნებს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: აქციის დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, აქციების დროს პოლიცილების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიება და თავისუფალი არჩევნები.

ჰონგ კონგში აქციები უკვე ექვსი თვეა, მიმდინარეობს. თავდაპირველად აქციები მთავრობის მიერ ინიცირებული ექსტრადირების კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით მთავრობამ გაიწვია.