მედიის ინფორმაციით, ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში დაახლოებით ასი დემონსტრანტი რჩება
მედიის ინფორმაციით, ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში დაახლოებით ასი დემონსტრანტი რჩება

ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში დაახლოებით ასი დემონსტრანტი რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის შენობა პოლიციას აქვს გარშემორტყმული და შენობიდან გამოსულ ყველა ადამიანს აკავებს.

ჰონკონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მდგომარეობა უკვე სამი დღეა დაძაბულია. ჰონკონგის ლიდერ კერი ლამის თქმით, უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა 600-მა ადამიანმა, რომელთაგან 200 არასრულწლოვანი აღმოჩნდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, უნივერსიტეტში მომხდარი შეტაკება ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი იყო.