ჩინეთმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებსა და თვითმფრინავებს ჰონგ კონგში ვიზიტი აუკრძალა
ჩინეთმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებსა და თვითმფრინავებს ჰონგ კონგში ვიზიტი აუკრძალა

ჩინეთმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებსა და თვითმფრინავებს დემონსტრანტების მხარდამჭერი კანონმდებლობის მიღების გამო ჰონგ კონგში ვიზიტი აუკრძალა.

პეკინმა ასევე სანქციები დაუწესა აშშ-ის რამდენიმე უფლებადამცველ ჯგუფს. ჩინეთის სანქციები შეეხო „ჰუმან რაითს ვოჩს“, „ფრიდომ ჰაუსს“, „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს“ და „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს.“ ჩინეთი აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰონგ კონგში შექმნილ ქაოსზე ნაწილობრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.

ჩინეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი „ადამიანის უფლებების და დემოკრატიის აქტი“ ძალაში შევიდა.

„ჩვენ ვურჩევთ აშშ-ს, რომ გამოასწოროს შეცდომები და შეწყვიტოს ჩვენ შინაურ საქმეებში ჩარევა. ჩინეთი საჭიროების შემთხვევაში დამატებით ნაბიჯებს გადადგამს, რომ მხარი დაუჭიროს ჰონგ კონგის სტაბილურობას და ჩინეთის სუვერენიტეტს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰუა ჩუნინმა.

მთავრობის საწინააღმდეგო აქციები ჰონგ კონგში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

დატოვე კომენტარი