ჰონგ-კონგში, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 230 ათასი ადამიანი შეიკრიბა
ჰონგ-კონგში, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 230 ათასი ადამიანი შეიკრიბა

ჰონგ-კონგში, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 230 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

ექსტრადირების კანონის შეცვლის მოწინააღმდეგე აქტივისტები ამჯერად არა სახელისუფლებო შენობებთან, არამედ ტურისტების საყვარელ ადგილებში შეიკრიბნენ.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, სოციალურ ქსელებში დემონსტრაციის გამართვის შესახებ გავრცელებული ცნობები ჩინეთის ტერიტორიაზე დაბლოკეს.

„ბიბისის“ ცნობითვე, დემონსტრანტების ბანერებზე სლოგანები იმ დამწერლობით იყო შესრულებული, რომელსაც ჩინეთში იყენებენ. ცალკეულ ადგილებში აქტივისტები ჩინურ ენაზე მღეროდნენ. შეძახილები კი, არა კანტონურ დიალექტზე, არამედ ჩინეთში მიღებულ ოფიციალურ ენაზე სრულდებოდა. ამის მიზანი კი, ტურისტების ყურადღების მიპყრობა იყო. აქტივისტების განცხადებით, მათ სურთ, ჩინელებს გააგებინონ, რეალურად რას აპროტესტებენ.

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები უკვე რამდენიმე თვეა, გამოდიან ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილების გადაცემას ითვალისწინებს.