ჰონგ კონგში ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს მასშტაბური დემონსტრაციით აღნიშნავენ
ჰონგ კონგში ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს მასშტაბური დემონსტრაციით აღნიშნავენ. ათეულობით ათასი ადამიანი ქუჩაში, ანტისახელისუფლებო აქციებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად გამოვიდა.
„ბრძოლა თავისუფლებისთვის, მხარი დაუჭირეთ ჰონგ-კონგს“, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აღსანიშნავია, რომ ივნისის მილიონიანი მარშის შემდეგ პირველად, ქვეყნის ხელისუფლებამ აქციის ჩატარების ნება კვლავ დართო უმსხვილეს პროდემოკრატიულ ჯგუფს, „ადამიანის სამოქალაქო უფლებების ფრონტს“.
დემონსტრაციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს და 11 ადამიანი დააკავეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ბასრი საგნები და პიროტექნიკა.
ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჰონგ-კონგი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ ფორმულით იმართება. ჰონგ კონგელების პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ექსტრადირების შესახებ კანონია, რომელიც ჰონგ კონგს ჩინეთში ძებნილი პირების ექსტრადირებას ავალდებულებს.