ჰონგ კონგის საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა
ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც „როიტერი“ წერს, მოსახლეობა პეკინის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონების ჰონგ კონგზე გავრცელების გეგმას აპროტესტებდა.
ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ ახალი კანონმდებლობა ჰონგ კონგის სისტემას და მის ავტონომიას არ შეცვლის, თუმცა მოსახლეობა ახალ გეგმას მხარს არ უჭერს.
პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ არ დაერღვიათ შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვები, თუმცა აქტივისტების ჰონგ კონგში მაინც შეიკრიბნენ. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.