ჰეიკო მაასი - ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს
ჰეიკო მაასი - ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს

ბრალდებები ვერ დაგვეხმარება, ვირუსს საზღვრები არ აქვს, – ასე გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ.

„ჩვენ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – წერს ჰეიკო მაასი „ტვიტერში“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გაერო და არასაკმარისად დაფინანსებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტესტების გავრცელებასა და ვაქცინაზე მუშაობაში წამყვანი ინსტიტუტები არიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება გასცა.