ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანია დაღუპული
ჰავაის კუნძულ მაუიზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ზოგიერთი ადამიანი იძულებული გახდა, ცეცხლისგან გაქცევის მიზნით, თავი ოკეანესთვის შეეფარებინა, რის შემდეგაც ისინი აშშ-ს სანაპირო დაცვამ გადაარჩინა.
ამასთან, ამერიკულმა წითელმა ჯვარმა ევაკუაციის ცენტრი მაუის საშუალო სკოლაში გახსნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით სახლი განადგურდა ხანძრის შედეგად და 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა დასავლეთ მაუიში. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 15 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ტყის ხანძრის გაჩენის მიზეზად ქარიშხალი „დორა“ და დაბალი ტენიანობა დასახელდა.