დავით ზალკალიანი – ღრმა თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვთქვამთ ჰავაიზე ხანძრის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ, ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამერიკელ მეგობრებთანაა
აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ზალკალიანი ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმა თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვთქვამთ ჰავაიზე ხანძრის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახების მიმართ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა ამერიკელ მეგობრებთანაა, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“, – წერს დავით ზალკალიანი.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარს 96 ადამიანი ემსხვერპლა.
Our deepest sympathies and condolences go out to the victims and families affected by the wildfires in Maui, Hawaii. Our thoughts and prayers are with our American friends during these challenging times. @SecBlinken @StateDept pic.twitter.com/faaum9Mfyq
— David Zalkaliani (@DZalkaliani) August 14, 2023